Accessibility links

"სახალხო კრების" დარბაზი დღეს პირველ შეკრებას გამართავს


"წარმომადგენლობითი სახალხო კრების" სათათბირო ორგანოს - დარბაზის პირველი შეკრება დღეს, სასტუმრო "ძველ თბილისში" გაიმართება. "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭო სათათბირო ორგანოს კრების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით გეგმებს წარუდგენს და მისი განხორციელების გზებზე იმსჯელებენ. 25 ნოემბერს "სახალხო კრებამ" საქართველოს მასშტაბით დაუმორჩილებლობის კომიტეტების შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. "სახალხო კრებამ" აირჩია შესაბამისი სტრუქტურები - აღმასრულებელი საბჭო და სათათბირო დარბაზი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს "წარმომადგენლობით სახალხო კრებაზე" მიღებული ვერდიქტის აღსრულება.
XS
SM
MD
LG