Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელები უკმაყოფილებას გამოთქვამენ აშშ-ის გადაწყვეტილების გამო, აღარ შეეცადოს ისრაელის დაყოლიებას დასახლებების მშენებლობის შეჩერებაზე


პალესტინელების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დღეს უკმაყოფილება გამოთქვეს შეერთებული შტატების წარუმატებლობით, ისრაელი დაეყოლიებინა დასახლებების მშენებლობის შეჩერებაზე და ამით ხელი შეეწყო პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებისთვის. შეერთებულმა შტატებმა სამშაბათს განაცხადა, რომ აღარ აპირებს გააგრძელოს ძალისხმევა, რომლის მიზანიც იყო ისრაელის დაყოლიება მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მშენებლობის 90 დღით შეწყვეტაზე. ვაშინგტონი ახლა იმედოვნებს, რომ ისრაელის და პალესტინელების წარმომადგენლებთან ცალ-ცალკე მოლაპარაკებებზე შეთანხმდებიან მომდევნო ზომებზე. პალესტინელების მაღალი რანგის ოფიციალურ წარმომადგენელ იასერ აბედ რაბოს განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა „დარტყმა“ მიიღო ისრაელისაგან. ისრაელისა და პალესტინელების წარმომადგენელთა პირდაპირი მოლაპარაკება წელს, ორ სექტემბერს განახლდა 20-თვიანი პაუზის შემდეგ, მაგრამ მალევე შეწყდა, როცა დასრულდა ისრაელის დასახლებების მშენებლობაზე დაწესებული 10-თვიანი მორატორიუმი.
XS
SM
MD
LG