Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს აკისრებს პასუხისმგებლობას ვიკილიკსის მიერ საიდუმლო ინფორმაციის გამოქვეყნებაზე


ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრ კევინ რადის განცხადებით, ვიკილიკსის ავსტრალიელ დამფუძნებელ ჯულიან ასანჟს კი არა, შეერთებულ შტატებს ეკისრება პასუხისმგებლობა ათასობით საიდუმლო დიპლომატიური შეტყობინების გამოქვეყნებაზე, რადგან მან ვერ შეძლო საიდუმლო დოკუმენტების დაცვა. „თვით ბატონი ასანჟი არ არის პასუხისმგებელი შეერთებული შტატების დიპლომატიური მიმოწერიდან მეოთხედი მილიონი დოკუმენტის გამოქვეყნებაზე. ამაზე პასუხისმგებლობა ამერიკელებს ეკისრებათ“, -
განაცხადა ავსტრალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სიდნეიში. ასანჟი სამშაბათს დააპატიმრეს ლონდონში, შვედეთის მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე. მას სექსუალური ძალადობის ბრალდება აქვს წაყენებული, რასაც ასანჟი უარყოფს. მისი ადვოკატის განცხადებით, სინამდვილეში საქმე ეხება პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებას. ავსტრალია, საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, დახმარებას გაუწევს ვიკილიკსის დამფუძნებელს, როგორც საზღვარგარეთ დაკავებულ ნებისმიერ სხვა ავსტრალიელს.
XS
SM
MD
LG