Accessibility links

აფეთქებების თაობაზე თბილისის განცხადებას მოსკოვში ცუდად დაგეგმილ პროვოკაციად აფასებენ


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ დრომდე ოფიციალურად არ გამოხმაურებია საქართველოს განცხადებას იმის შესახებ, რომ შემოდგომაზე მომხდარი აფეთქებების დამკვეთი რუსეთის შეიარაღებული ძალების ოფიცერი ევგენი ბორისოვია. ამასთან, გაზეთი ”კომერსანტი” რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ თბილისის განცხადებას მოსკოვში აფასებენ ცუდად დაგეგმილ პროვოკაციად. ამავე წყარომ ზღაპარი უწოდა საქართველოს შსს-ს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტერაქტების ორგანიზატორი შემსრულებლებს ესაუბრებოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სახელზე რეგისტრირებული ტელეფონით.
XS
SM
MD
LG