Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერაქტების შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ მასალებს ლეიბორისტული პარტია არ ენდობა


საქართველოში მომხდარი ტერაქტების შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ მასალებს უნდობლობა გამოუცხადა ლეიბორისტულმა პარტიამ, რომლის ლიდერმა პასუხისმგებლობა პრეზიდენტს დააკისრა. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ აფეთქებების სერია, რომელსაც მსხვერპლიც მოჰყვა, პოლიტიკური ტერაქტი იყო და ემსახურებოდა სამ ძირითად მიზანს. ნათელაშვილის თქმით, სააკაშვილს სურდა ხალხის დაშინება, საქართველოს ხარჯზე აშშ-ისა და რუსეთის დაპირისპირება და ალიბის შექმნა, რომ ძალადობა უცხო ქვეყნებიდან მომდინარეობს. ლეიბორისტთა ლიდერმა კვლავ მოითხოვა, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ აშშ-ის კონგრესის და ევროპარლამენტის სპეციალური წარმომადგენლები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას გამოიძიებენ. ნათელაშვილმა მოუწოდა ჰააგის ტრიბუნალს, დააჩქაროს ლეიბორისტული პარტიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სექტემბერში გაგზავნილი სარჩელის განხილვა.
XS
SM
MD
LG