Accessibility links

logo-print

ტერაქტების განხორციელებაში ბრალდებულებს აღმკვეთ ზომად პატიმრობა შეუფარდეს


ტერაქტების განხორციელებაში ბრალდებულ გოგიტა არქანიას და მის თანამზრახველად მიჩნეულ პირებს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთ ზომად პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს პრესსამსახური განმარტავს, რომ პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილებისას, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დაკავებულ პირებს ბრალად ედებათ მძიმე კატეგორიის დანაშაული, კერძოდ, ტერაქტისა და აფეთქებების განხორციელება, რაც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანისა და სხვა მძიმე შედეგის საშიშროებას და ხელყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესს. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, გოგიტა არქანიას გარდა, ბრალდებულნი არიან ჯონი აბულაძე, მარინა ნიკოლავა, გოჩა ხურცილავა, გოდერძი არქანია, ლელა ხურცილავა და ნანა არქანია; ამასთან, შსს-ს მიერ სამშაბათს გავრცელებულ ჩამონათვალში ნანა არქანია არ ფიგურირებდა.
XS
SM
MD
LG