Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: სიმონ ჯანაშია


ილიას უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განათლების სფეროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათ 2010 წელს განხორციელებული რეფორმის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის მიხედვით, განათლების სისტემაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. განათლების სამინისტრომ საზოგადოებას გააცნო კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმის შესახებ მოსახლეობის დამოკიდებულებასა და მოლოდინს. კვლევა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ორგანიზაცია ”აი პი ემ”-მა ჩაატარა. 9 დეკემბერს თბილისის სტუდიაში სტუმრად იმყოფებოდა სიმონ ჯანაშია ილიას უნივერსიტეტის პროფესორი: ”ალბათ მნიშვნელოვანია, რომ კვლევისას ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ისინი მხარს უჭერენ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმას, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ საერთოდ კვლევები ტარდება და კვლევებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა შედეგები გვაქვს. ადამიანების პოზიტიურ განწყობას შეიძლება ისიც იწვევდეს, რომ განათლების სამინისტრო ძალიან აქტიურია და ცდილობს ყოველდღიური საინფორმაციო სივრცის მცირე მონაკვეთი მაინც დაიკავოს, იქნება ეს რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა თუ პირიქით, სრულიად უმნიშვნელო”, - ამბობს სიმონ ჯანაშია.
XS
SM
MD
LG