Accessibility links

logo-print

ჩინეთმა და ჩრდილოეთ კორეამ მოლაპარაკებები გამართეს


ჩინეთის წამყვანი დიპლომატი ფხენიანში ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჯონგ-ილს შეხვდა. ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ შეხვედრისას ”კონსენსუსს მიაღწიეს”, თუმცა დეტალებს არ ჩაღრმავებია. გასულ თვეში ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის კუნძულები დაბომბა. საარტილერიო შეტევისას 4 ადამიანი დაიღუპა. მანამდე ამერიკელმა ადმირალმა მაიკ მალენმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა გახდა საფრთხე, რომლის შეჩერებაც აუცილებელია და თქვა, რომ ჩინეთი არასაკმარის ზეწოლას ახორციელებდა მის მოკავშირე ჩრდილოეთ კორეაზე მისი აგრესიული ნაბიჯების შესაჩერებლად.
XS
SM
MD
LG