Accessibility links

logo-print

ავღანეთში 18 მესანგრე მოიტაცეს


დღეს ავღანეთში 18 მესანგრე მოიტაცეს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ეს მოხდა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ხოსტის პროვინციაში, რომელიც პაკისტანს ესაზღვრება. ამ რაიონში აქტიურად მოქმედებენ თალიბები; თუმცა, როგორც მათმა წარმომადგენელმა განაცხადა, მოტაცების შესახებ მან არაფერი იცის. დღესვე, უფრო ადრე, გავრცელდა ცნობა, რომ სამხრეთ ავღანეთში, მეამბოხეთა თავდასხმის შედეგად, დაიღუპა ნატოს საერთაშორისო ძალების მოსამსახურე. დეტალებზე ჯერჯერობით არაფერს იუწყებიან.
XS
SM
MD
LG