Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატი არ უჭერს მხარს სამხედრო ძალებში ჰომოსექსუალთა სამსახურის აკრძალვის წესის შეცვლას


შეერთებული შტატების სენატმა არ მისცმა ხმა ამერიკის შეიარაღებულ ძალებში ჰომოსექსუალთა სამსახურის აკრძალვის შეცვლის წესს. წესის შეცვლას სახელწოდებით ”არ გეკითხებიან, არ თქვა” მხოლოდ 57 კანონმდებელმა მისცა ხმა. შედეგად პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივის მიღებას მხოლოდ სამი ხმა დააკლდა. პრეზიდენტის სიტყვებით, სამხედრო სამსახურში ჰომოსექსუალთა და ლესბოსელთა ამჟამინდელი მდგომარეობა ამერიკული საზოგადოების ფუნდამენტურ პრინციპებს - სამართლიანობას, ადამიანის უფლებათა ხელშეუხებლობასა და თანაბარუფლებიანობას უშლის ხელს. ობამამ კანონმდებლებს წლის ბოლომდე კიდევ ერთი კენჭისყრის ჩატარებისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სამხედრო სამსახურის უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლები, ისევე როგორც ამერიკელთა უმრავლესობა მის პოზიციას იზიარებს.

XS
SM
MD
LG