Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს ელოდებიან


პარლამენტში დღეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრს, ხათუნა კალმახელიძეს ელოდებიან. მინისტრი უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე მივა და დეპუტატებს პენიტენციალურ სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. ხათუნა კალმახელიძე პარლამენტში გასულ თვესაც იყო და იგივე საკითხზე, ანტიკრიზისული საბჭოს ფორმატში ისაუბრა. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომა დღეს 13:00 საათზე გაიმართება.

XS
SM
MD
LG