Accessibility links

logo-print

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები გაუქმდა


ნისლით გამოწვეული დაბალი ხილვადობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები გაუქმდა. როგორც "ინტერპრესნიუსი" თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელის, თეა ტაბიძის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, ნისლის გამო გაუქმებულია თბილისის მიმართულებით ყველა რეისი. მათ შორის პრაღის, მიუნხენის, კიევის, ვარშავის და სტამბულის ორი რეისიც.
ნისლის გამო დღის განმავლობაში აღნიშნული ქალაქებიდან თბილისის მიმართულებით თვითმფრინავები არ ჩამოფრინდება და შესაბამისად, რეისები ამ ქალაქების მიმართულებითაც არ შესრულდება. სავარაუდოდ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მხოლოდ ბაქოდან გამოფრენილ თვითმფრინავს მიიღებს.
XS
SM
MD
LG