Accessibility links

სენატორების მიერ მომზადებული პროექტის დამტკიცება საქართველოს პოზიციებს გაამყარებს


საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-ის სენატის რესპუბლიკელი და დემოკრატი წევრების მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტის დამტკიცებას, რაც მომავალი წლის დასაწყისშია დაგეგმილი. ვიცე-პრემიერმა, გიორგი ბარამიძემ, რომელიც სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სენატორების მიერ მომზადებული პროექტი წარმოადგენს რეზოლუციას ოკუპაციის თაობაზე, რომელიც გაამყარებს საქართველოს პოზიციებს დეოკუპაციისთვის ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG