Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქებებში რუსეთის მონაწილეობის დადასტურება, ან უარყოფა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ შეუძლია


საქართველოში ბოლო ხანს მომხდარ აფეთქებებში რუსეთის მონაწილეობის დადასტურება, ან უარყოფა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ შეუძლია, რადგან მისი მანდატი მსგავსი ფაქტების გამოძიებას არ ითვალისწინებს. ამ შინაარსის განცხადებით საქართველოში ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიამ უპასუხა ზოგიერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ცნობას, რომლის თანახმად, რუსი ვიცე-პოლკოვნიკი ე.წ. ცხელი ხაზით, ოქტომბერში ოკუპირებული აფხაზეთიდან დაუკავშირდა ევროპელ მეთვალყურეებს და სამეგრელოში რკინიგზაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ითხოვა. ამავე ტელეკომპანიათა ცნობით, შსს-ში მისიიდან მიღებული ელექტრონული წერილი ადასტურებს, რომ რკინიგზაზე დავალების შესრულებას რუსეთის სპეცსამსახურები აკონტროლებდნენ. თავის მხრივ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა, რომ ცხელი ხაზით სატელეფონო საუბრების ამსახველი, 3 ოქტომბრის ჩანაწერები საქართველოს შსს-ს გაუგზავნა, შესაბამისი ინფორმაცია კი, ხელმისაწვდომია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირებისათვის შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრის მონაწილეებისთვის.
XS
SM
MD
LG