Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ოსლოში ჩინელ დისიდენტს, ლიუ სიაობოს ოფიციალურად გადაეცემა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია


დღეს ოსლოში ჩინელ დისიდენტს, ლიუ სიაობოს ოფიციალურად გადაეცემა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია. ის ჩინეთის ციხეში იმყოფება ძირგამომთხრელი საქმიანობის ბრალდებით. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის კომიტეტმა უკუაგდო პეკინის ბრალდება, რომ კომიტეტი ცდილობს ჩინეთისთვის დასავლური ფასეულობების თავს მოხვევას. ნობელის კომიტეტის თქმით, მისი გადაწყვეტილება „უნივერსალურ ღირებულებებს“ ემყარება. თვრამეტი ქვეყანა - მათ შორის რუსეთი, ყაზახეთი, ირანი, ერაყი, ავღანეთი და სერბია - აცხადებენ, რომ საზეიმო ცერემონიაზე არ გააგზავნიან საკუთარ წარმომადგენელს.
XS
SM
MD
LG