Accessibility links

logo-print

სტოკჰოლმში დააჯილდოვეს ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატების უმრავლესობა


სტოკჰოლმში გამართულ ცერემონიაზე დააჯილდოვეს ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატების უმრავლესობა - ლაურეატები ლიტერატურის, ეკონომიკის, ფიზიკისა და ქიმიის დარგებში. მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, რობერტ ედვარდსი, რომელსაც ინ-ვიტრო განაყოფიერების სფეროში შეტანილი ღვაწლისთვის მიენიჭა პრესტიჟული პრემია, ავადმყოფობის გამო ვერ ჩავიდა სტოკჰოლმში. პრემია მის მეუღლეს გადასცეს. ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია ერგო პერუელ მწერალ მარიო ვარგას ლიოსას. ფიზიკის დარგში პრემია გაინაწილეს წარმოშობით რუსმა მეცნიერებმა ანდრე გეიმმა და კონსტანტინ ნოვოსიოლოვმა. ქიმიის დარგში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ ამერიკელები რიჩარდ ჰეკი, ეი-იჩი ნეგიში და იაპონელი აკირა სუზუკი. სამმა მკვლევარმა გაინაწილა ეკონომიკის დარგში ნობელის წლევანდელი პრემიაც: ამერიკელებმა პიტერ დაიამონდმა და დეილ მორტენსენმა და წარმოშობით კვიპროსელმა კრისტოფერ პისარიდესმა. ნობელის პრემიასთან დაკავშირებული ფულადი ჯილდო თითოეულ დარგში 1,5 მილიონამდე დოლარს შეადგენს.
XS
SM
MD
LG