Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიაში დააპატიმრეს ხორვატიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ივო სანადერი


ავსტრიაში დააპატიმრეს ხორვატიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივო სანადერი. ავსტრიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს ცნობა ზალცბურგის რაიონში სანადერის დაკავების თაობაზე. მანამდე რამდენიმე საათით ადრე, ხორვატიამ გასცა ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაპატიმრების ორდერი, კორუფციაში ბრალდების საფუძველზე. სანადერი ხორვატიიდან გაემგზავრა ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ხორვატიის პარლამენტი მას ხუთშაბათს მოუხსნიდა იმუნიტეტს. სანადერი 2003-დან 2009 წლამდე ხელმძღვანელობდა მთავრობის მუშაობას.
XS
SM
MD
LG