Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში 14 ადამიანი დაიღუპა შიიტების საავადმყოფოს წინააღმდეგ მიმართული აფეთქების შედეგად


პაკისტანში თვითმკვლელი თავდამსხმელი ასაფეთქებელი მოწყობილობებით დატვირთული ტრაქტორით დაეჯახა საავადმყოფოს ქალაქ ჰანგუში, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა. იერიში, სავარაუდოდ, შიიტი მუსლიმების წინააღმდეგ იყო მიმართული. ოფიციალური პირების ცნობით, შიიტები საავადმყოფოს ერთ-ერთ დარბაზში ლოცულობდნენ, როცა აფეთქება მოხდა. საავადმყოფო, იქვე მდებარე სემინარიასთან ერთად, ეკუთვნის შიიტი მაჰმადიანების კერძო ფონდს. იქვეა მეჩეთიც, რომელიც იერიშის შედეგად დაზიანდა.
XS
SM
MD
LG