Accessibility links

გორბაჩოვი: ანტიდემოკრატიული ტენდენციები საფრთხეს უქმნის რუსეთის სტაბილურობას


ყოფილ საბჭოთა ლიდერ მიხაილ გორბაჩოვის აზრით, ანტიდემოკრატიული ტენდენციები საფრთხეს უქმნის რუსეთის სტაბილურობას. ეს შეფასება გამოთქმულია სტატიაში, რომელიც პარასკევის ნომერში გამოაქვეყნა „ნოვაია გაზეტამ“. გორბაჩოვი როგორც აღნიშნავს, რუსეთის განვითარებას აყოვნებს გაყალბებული არჩევნები, მედიის თავისუფლების შეზღუდვა, ფართოდ გავრცელებული კორუფცია და პოლიტიკური კომპეტენციის ნაკლებობა. გორბაჩოვი არ ასახელებს პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს, თუმცა, მიუთითებს, რომ რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა უარყოფითი ტენდენციები 2005-2006 წლებში. ამ პერიოდში კი პუტინი მეორე ვადით იყო რუსეთის პრეზიდენტი. გორბაჩოვი თავის სტატიაში აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი სწორი იყო, როცა თავის ბლოგში მიუთითა სტაგნაციის სიმპტომებზე რუსეთში. მაგრამ, გორბაჩოვი აკრიტიკებს მედვედევსაც იმის გამო, რომ ის არ მიუთითებს ვითარების გაუმჯობესების გზებზე.
XS
SM
MD
LG