Accessibility links

logo-print

ავღანეთში 15 სამოქალაქო პირი დაიღუპა გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად


ავღანეთში 15 სამოქალაქო პირი დაიღუპა გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება პარასკევს მოხდა სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში. ბოლოხანს მატულობს ავღანეთში ძალადობის სამოქალაქო მსხვერპლის რიცხვი. გაეროს მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის მანძილზე 1271 სამოქალაქო პირი იქნა მოკლული, რაც 21 პროცენტით აღემატება 2009 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს.
XS
SM
MD
LG