Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთმა კორეამ მინისტრი გააგზავნა რუსეთში, რეგიონში დაძაბულობის ფონზე


ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პაკ უი-ჩუნი რუსეთში გაემგზავრა, კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის განმუხტვის ხელშესაწყობად. ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მინისტრი დღეს გაემგზავრა მოსკოვში. ვიზიტის ფონია დაძაბულობა, რომელიც გამოიწვია ჩრდილოეთ კორეის მიერ სამხრეთ კორეის კუნძულის დაბომბვამ 23 ნოემბერს. ინციდენტის შედეგად ოთხი სამხრეთკორეელი დაიღუპა. რუსეთი ერთ-ერთია სულ ექვსი სახელმწიფოდან, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებაში მონაწილეობს.

XS
SM
MD
LG