Accessibility links

logo-print

აშშ-ის იუსტიციის მინისტრი ამართლებს ტერორიზმთან ბრძოლის მეთოდებს


შეერთებული შტატების იუსტიციის მინისტრ ერიკ ჰოლდერის განცხადებით, ვაშინგტონი კვლავაც გააგრძელებს სარგებლობას მეთოდით, რომელიც ემსახურება შესაძლო ტერორისტების გამოვლენას, მათს მიერ შეერთებულ შტატებში იერიშების განხორციელებამდე. ჰოლდერმა სან-ფრანცისკოში მუსულმანების ორგანიზაციასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ოპერაციები არ ემსახურება ვინმეს მიტყუებას, გააკეთოს, რასაც სხვა შემთხვევაში არ გააკეთებდა. სან-ფრანსიცკოში დაფუძნებული მაჰმადიანური ორგანიზაცია, სხვებთან ერთად გამოთქვამს შეშფოთებას, მისი შეფასებით, მუსლიმების წინააღმდეგ მიმართული ასეთი „მაპროვოცირებელი“ ოპერაციების გამო. შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლების განმარტებით, ასეთ შემთხვევებში საიდუმლო აგენტი ეჭვმიტანილისაგან იღებს ინფორმაციას, რა ოპერაცია იგეგმება და აძლევს მას შანსს, გადაიფიქროს ოპერაციის განხორციელება.
XS
SM
MD
LG