Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვსა და პეტერბურგში შეტაკებები მოხდა ფეხბურთის გულშემატკივრებსა და მილიციას შორის


მოსკოვში ათობით ადამიანის დაკავებით დასრულდა შეტაკება ფეხბურთის გულშემატკივრებსა და მილიციელებს შორის. არიან დაშავებულები. „გაზეტა.რუ“-ს ცნობით, ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. მოსკოვში რადიო თავისუფლების კორესპონდენტების ცნობით, შეტაკების დაწყებამდე, 6000-ზე მეტმა ადამიანმა პატივი მიაგო საფეხბურთო კლუბ „სპარტაკის“ გულშემატკივრის, ეგორ სვირიდოვის ხსოვნას. სვირიდოვი გარდაიცვალა 6 დეკემბერს „სპარტაკის“ გულშემატკივრებსა და ჩრდილოკავკასიელებს შორის შეტაკებისას, მისთვის ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად. დღეს პეტერბურგშიც გაიმართა ფეხბურთის გულშემატკივრების აქცია, რომელიც მილიციელებთან შეტაკებაში გადაიზარდა.
XS
SM
MD
LG