Accessibility links

ამერიკელი დიპლომატი რიჩარდ ჰოლბრუკი კრიტიკულ მდგომარეობაშია


ავღანეთსა და პაკისტანში შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილი, რიჩარდ ჰოლბრუკი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ის საავადმყოფოში მოათავსეს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივან ფილიპ კროულის განცხადებით, ექიმებმა დაასრულეს ოპერაცია, რომელიც აორტის დაზიანებასთან დაკავშირებით ჩატარდა. „ჰოლბრუკის მდგომარეობა კრიტიკულია და მასთან ოჯახის წევრები არიან მისული“ საავადმყოფოში, ვაშინგტონშიო, დასძინა კროულიმ. სხვა დეტალები ჯერ უცნობია. 69 წლის დიპლომატი რამდენჯერმე ეწვია ავღანეთსა და პაკისტანს ბოლო ორი წლის მანძილზე. ჰოლბრუკმა, გერმანიაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1995 წელს დეიტონის შეთანხმების მიღწევაში. დეიტონის შეთანხმებამ ბოლო მოუღო ბალკანეთის ომებს.
XS
SM
MD
LG