Accessibility links

logo-print

რეფორმატორული შეხედულებების ცნობილ ირანელ ჟურნალისტს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს


რეფორმატორული შეხედულებების ცნობილი ირანელი ჟურნალისტი მაშალა შამსოლვაეზინი იტყობინება, რომ მას 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის „შეურაცხყოფისა“ და „ისლამური რეჟიმისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობის“ ბრალდებით. როგორც ფრანს პრესი იუწყება, შამსოლვაეზინმა განმარტა, რომ ის ერთი წლით გაასამართლეს, რადგან ინტერვიუ მისცა უცხოეთის ტელევიზიას. კიდევ ოთხი თვე დაუმატეს იმის გამო, რომ ტელეარხ „ალ-არაბიასთვის“ ინტერვიუში აჰმადინეჟადს „განდიდების მანიით შეპყრობილი“ უწოდა. ჟურნალისტს ოცი დღის განმავლობაში შეუძლია განაჩენის გასაჩივრება. შამსოლვაეზინი ირანის ჟურნალისტთა ასოციაციას ხელმძღვანელობს. ის რამდენიმე რეფორმატორული გაზეთის რედაქტორი იყო, რომლებიც ხელისუფლებამ 1998-დან 2000 წლამდე პერიოდში დახურა.
XS
SM
MD
LG