Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დადასტურდა, რომ სტოკჰოლმში შაბათს მომხდარი ორი აფეთქება „ტერორისტული ხასიათის ბოროტმოქმედება“ იყო


შვედეთის სპეცსამსაუხურმა SAPO-მ დაადასტურა, რომ შაბათს საღამოს სტოკჰოლმის ცენტრში მომხდარი ორი აფეთქება „ტერორისტული ხასიათის ბოროტმოქმედება“ იყო. გამოძიების დეტალებს არ იტყობინებიან. სავარაუდო ტერორისტი დაიღუპა. დაიჭრა ორი ადამიანი. მათი ვინაობა დგინდება. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა განაცხადა, რომ ტერაქტებს „კატასტროფული“ შედეგები შეიძლებოდა ჰქონოდა. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ აფეთქებებამდე ცოტა ხნით ადრე საინფორმაციო სააგენტო TT-ში ელექტრონული ფოსტით მივიდა მუქარის შემცველი წერილი. მუქარა უკავშირდებოდა ავღანეთში შვედეთის სამხედროების ყოფნას და წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების დაბეჭდვას.
XS
SM
MD
LG