Accessibility links

logo-print

კოსოვოში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ პირველი საპარლამენტო არჩევნები იმართება


კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ჰაშიმ ტაჩის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ დღევანდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და დემოკრატიული იქნება და რომ კენჭისყრაში ყველა ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას. ეს განცხადება მან გააკეთა დედაქალაქ პრიშტინაში კენჭისყრის დროს. ტაჩის სიტყვებით, კოსოვო ხმას აძლევს ევროპის კავშირსა და გაეროში ინტეგრაციას,, და მისი მოქალაქეების უკეთეს ცხოვრებას. ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია მას მერე, რაც კოსოვოს ალბანური მოსახლეობის ლიდერებმა თითქმის სამი წლის წინ ცალმხრივად გამოაცხადეს სერბიისგან დამოუკიდებლობა.
XS
SM
MD
LG