Accessibility links

მოსკოვში, პუშკინის მოედანზე, გაიმართა მიტინგში ლოზუნგით „რუსეთი პუტინის გარეშე!“


მოსკოვში, პუშკინის მოედანზე, ხუთასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ოპოზიციის სანქციონირებულ მიტინგში ლოზუნგით „რუსეთი პუტინის გარეშე!“ მოედანი ომონის რაზმებით იყო ალყაშემორტყმული. მიტინგის ბოლოს მისი რამდენიმე ათეული მონაწილე შეეცადა ტვერის ქუჩაზე მსვლელობა მოეწყო და არასანქიონირებული აქცია „რისხვის დღე“ გაემართა მოსკოვის მერიის წინ. აქციის ორგანიზატორი, მოძრაობა „მემარცხენე ფრონტის“ კოორდინატორი სერგეი უდალცოვი მილიციამ დააკავა.
XS
SM
MD
LG