Accessibility links

logo-print

მირ ჰოსეინ მუსავი: "ვიკილიკსის" მასალები აჩვენებს, რომ ირანი სულ უფრო მეტად ექცევა იზოლაციაში


ირანის ოპოზიციის ლიდერის, მირ ჰოსეინ მუსავის თქმით, ვებსაიტ „ვიკილიკსის“ მიერ გამოქვეყნებული ამერიკის საიდუმლო დიპლომატიური ტელეგრამები აჩვენებს, რომ ირანი სულ უფრო მეტად იზოლირებულია მეზობელი ქვეყნებისგან, რომლებიც მას საფრთხედ აღიქვამენ. მუსავი თავის მეტოქეს, პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადს ბრალს სდებს მკაცრი კურსის პოლიტიკისთვის, რამაც ირანი რეგიონში „მოწყვლად სიტუაციაში“ მოაქცია. მუსავის განცხადება მის ვებსაიტზე გამოქვეყნდა. ამერიკელი დიპლომატების საიდუმლო ტელეგრამებში ნახსენები არიან სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების ლიდერები, მათ შორის საუდის არაბეთის ძლევამოსილი მეფე აბდულა, რომლებიც შეერთებულ შტატებს სამხედრო მოქმედებებისკენ მოუწოდებენ ირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად.
XS
SM
MD
LG