Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამას თქმით, ის ლოცულობს რიჩარდ ჰოლბრუკის გამოჯანმრთელებისთვის


შეერთებული შტატების პრეზიდენატის, ბარაკ ობამას თქმით, ის ლოცულობს ავღანეთსა და პაკისტანში შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილის, რიჩარდ ჰოლბრუკის გამოჯანმრთელებისთვის. ჰოლბრუკი კრიტიკულ მდგომარეობაშია მას მერე, რაც მას აორტაზე ჩაუტარდა ოპერაცია. ოფიციალური პირების ცნობით, 69 წლის ჰოლბრუკი პარასკევს, სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობისას შეიქნა ცუდად და საავადმყოფოში იქნა მოთავსებული. ჰოლბრუკმა, რომელიც წარსულში აშშ-ის ელჩი იყო გერმანიაში, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1995 წელს დეიტონის შეთანხმების მიღწევაში. დეიტონის შეთანხმებამ ბოლო მოუღო ბალკანეთის ომებს.
XS
SM
MD
LG