Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დახმარება შესაძლოა დამატებით ნახევარი მილიარდი დოლარით გაიზარდოს


2008 წლის ბრიუსელის საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოსთვის გამოყოფილი 4,5 მილიარდი დოლარი შესაძლებელოა, ნახევარი მილიარდით გაიზარდოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა უთხრა. ”ბრიუსელის კონფერენციაზე მოხდა არა მხოლოდ საქართველოს ფინანსური დახმარება, არამედ ეს იყო დიდი პოლიტიკური სიგნალი, ამიტომ მხოლოდ ამ თანხების ათვისებით ეს ისტორია არ სრულდება", - თქვა ბაინდურაშვილმა.
XS
SM
MD
LG