Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ დაისჯებიან მოსკოვში არეულობის მომწყობი პირები


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა პირობა დადო, რომ დაისჯებიან პირები, ვინც შაბათს მოსკოვის ცენტრში არეულობა მოაწყო და მილიციასთან შეტაკებებში ჩაერთო. მედვედევმა კვირას სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ მიკრობლოგში დაწერა, რომ ვერავინ გაექცევა სასჯელს. შაბათს მოსკოვში, კრემლთან მოხდა მილიციასთან ფეხბურთის 5000-მდე გულშემატკივრისა და ულტრანაციონალისტის შეტაკება, რის შედეგადაც 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. არეულობის შემდეგ 60-ზე მეტი პირი დააკავეს. მოსკოვის მილიციის უფროსი, ვლადიმირ კოლოკოლცევი უფრო მკაცრი ზომებით დაიმუქრა, მორიგი არეულობის შემთხვევაში. შაბათის არეულობა მოჰყვა საპროტესტო აქციას, რომელიც მოსკოვის საფეხბურთო კლუბ „სპარტაკის“ გულშემატკივრის მკვლელობასთან დაკავშირებით ჩაატარეს. გულშემატკივრის მკვლელობაში, გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთკავკასიელები არიან ეჭვმიტანილი. მოსკოვში ვითარება კვირასაც დაძაბული იყო. მედიის ცნობით, თავდამსხმელების ჯგუფმა ცივი იარაღით მოკლა ყირგიზი მამაკაცი.
XS
SM
MD
LG