Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა თავისი პარტია გამოაცხადა არჩევნებში გამარჯვებულად


კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ჰაშიმ ტაჩიმ თავისი პარტია გამოაცხადა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ ძალად. კვირას გამართული კენჭისყრა იყო პირველი საყოველთაო არჩევნები კოსოვოში, 2008 წლის თებერვალში სერბიისაგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. ტაჩიმ გამარჯვების შესახებ გამოაცხადა არჩევნების ეგზიტპოლის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, ხმების 31 პროცენტით ლიდერობს კოსოვოს დემოკრატიული პარტია. მას 2ი პროცენტით მოჰყვება მთავარი პოლიტიკური კონკურენტი, კოსოვოს დემოკრატიული ლიგა. ოფიციალური შედეგები დღესვე, მოგვიანებით არის მოსალოდნელი. კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ტაჩიმ პრიშტინაში შეკრებილი მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას განაცხადა: „თავი უნდა ავარიდოთ განხეთქილებებს. ერთად უნდა ვიმუშაოთ. მარტო მაშინ გაიმარჯვებს კოსოვო, როგორც დღეს საღამოს გაიმარჯვა“, - განაცხადა კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა. ორივე მთავარი პარტია ემხრობა რეფორმებს კოსოვოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის ხელშესაწყობად. ოფიციალური ინფორმაციით, კვირის არჩევნებში ელექტორატის 48-მდე პროცენტი მონაწილეობდა. სერბია აცხადებს, რომ არასოდეს აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას და მოსალოდნელი იყო, რომ კოსოვოს მკვიდრი სერბული უმცირესობის დიდი ნაწილი ბოიკოტს გამოუცხადებდა საპარლამენტო არჩევნებს.
XS
SM
MD
LG