Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში რამდენიმე ადამიანი დააპატიმრეს, ნატოს ჯარისკაცებზე თავდასხმებთან დაკავშირებით


ნატოს განცხადებით, დააპატიმრეს რამდენიმე ადამიანი, ეჭვმიტანილი კვირას მოწყობილ თავდასხმაში მონაწილეობაში. იერიშის შედეგად ექვსი უცხოელი ჯარისკაცი დაიღუპა. დაიღუპა აგრეთვე ორი ავღანელი ჯარისკაცი, როცა ასაფეთქებელი მოწყობილობებით დატვირთული მიკროავტობუსი აფეთქდა ნატო-ავღანეთის ერთობლივ სამხედრო ბაზაზე სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციაში. თალიბანმა იკისრა იერიშზე პასუხისმგებლობა.
XS
SM
MD
LG