Accessibility links

logo-print

პატიმრის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას მინისტრი, ხათუნა კალმახელიძე, გააკონტროლებს


საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მათ პირადად მინისტრს დააკისრეს პასუხისმგებლობა ტუბერკულოზით დაავადებული 23 წლის პატიმრის, თამაზ დადვანის, გარდაცვალების გამო და ხათუნა კალმახელიძის გადადგომა მოითხოვეს. საპროტესტო აქციის მონაწილეთა განცხადებით, ახალგაზრდა პატიმარი უკვე მომაკვდავი იყო, როდესაც სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. თავის მხრივ, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო აცხადებს, რომ პატიმრის გარდაცვალების ფაქტის გამოიძიებას პირადად მინისტრი კალმახელიძე გააკონტროლებს.
XS
SM
MD
LG