Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინანსთა მინისტრმა 1 იანვრიდან ასამოქმედებელი დებულებების პრეზენტაცია გამართა


საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ბიზნესმენებმა საგადასახადო ორგანოები არა ჩასაფრებულ სუბიექტად, არამედ პარტნიორად აღიქვან - ამის შესახებ საპარლამენტო უმარვლესობის და უმცირესობის წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა. მან კვლავ ისაუბრა ახალ საგადასახადო კოდექსზე და 1 იანვრიდან ასამოქმედებელი დებულებების პრეზენტაცია გამართა. კერძოდ, ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რომ მცირე ბიზნესისთვის საგადასახადო რეგულირება მარტივდება და 3-5%-იანი ბრუნვის შემთხვევაში, გადამხდელი უფლებამოსილი იქნება გამარტივებული ბუღალტერია აწარმოოს. ბაინდურაშვილის თქმით, ამოქმედდება საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტიც, რომელიც გადამხდელთა ინტერესების დაცვას და დარღვეული უფლებების აღდგენას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, თუ გადამხდელის მოქმედება გამოწვეულია შეცდომით, ან არცოდნით და მიზნად გადასახადებისთვის თავის არიდებას არ ისახავდა, იგი სანქციისაგან გათავისუფლდება. ფინანსთა მინისტრთან პარლამენტის წევრთა დღევანდელი შეხვედრის მეორე ნაწილი ჟურნალისტებისთვის დაიხურა.
XS
SM
MD
LG