Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ქვეყნების მინისტერიალი მიმდინარეობს


ბრიუსელში მიმდინარეობს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ევროკავშირის მიერ 2008 წლიდან დაწყებული პროგრამა მიზნად ისახავს ევროპის კავშირთან საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, მოლდავეთისა და ბელორუსიის პოლიტიკურ-ეკონომიკურ დაახლოებას. აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ქვეყნების რიგით მეორე მინისტერიალს ესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე. დღევანდელი შეხვედრისთვის სამეზობლო პოლიტიკის საკითხთა ევროკომისარმა შტეფან ფიულემ მოამზადა სპეციალური ანგარიში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამით უკვე მიღწეულ შედეგებსა და მომავალ სამუშაო გეგმას ასახავს. ბრიუსელის მინისტერიალზე იმსჯელებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ქვეყნების ლიდერთა უმაღლესი დონის შეხვედრის მომზადებაზეც. სამიტი მომავალი წლის მაისში, ბუდაპეშტშია დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG