Accessibility links

საქართველომ რუსეთს კიდევ ერთი საპროტესტო ნოტა გაუგზავნა


საქართველომ შვეიცარიის შუამავლობით რუსეთს კიდევ ერთი საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ თბილისმა გააპროტესტა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. ”სმერჩის” ტიპის შეიარაღების განთავსება, საოკუპაციო ხაზის შეცვლა და ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ახალგორის რაიონში სადავოდ მიჩნეული საკუთრების ჩამოსართმევად აღწერა დაიწყო. კალანდაძის თქმით, ეს პრობლემები, სხვა საკითხებთან ერთად განიხილება ჟენევაში, სადაც 16 დეკემბერს საერთაშორისო დისკუსია უნდა განახლდეს. თბილისის დელეგაციას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია უხელმძღვანელებს.
XS
SM
MD
LG