Accessibility links

logo-print

შვედეთში თითქმის დანამდვილებით იციან, ვინ მოაწყო აფეთქებები სტოკჰოლმში


შვედეთის პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, გამოძიების საფუძველზე, „98 პროცენტით“ არიან დარწმუნებული სტოკჰოლმში აფეთქებების მოწყობაში ეჭვმიტანილი პირის ვინაობაში. ეჭვმიტანილად სახელდება 28 წლის ტაიმურ აბდულვაჰაბი, შვედეთის მოქალაქე, რომელიც ერაყში იყო დაბადებული და გარკვეული ხანი ბრიტანეთში ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, აბდულვაჰაბის სახელზე იყო რეგისტრირებული ავტომანქანა, რომელიც შაბათს აფეთქდა სტოკჰოლმის ცენტრში. ავტომანქანის აფეთქებას რამდენიმე წუთში მოჰყვა თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქება. ვარაუდობენ, რომ თავი აიფეთქა თვით აბდულვაჰაბმა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიჭრა. თუმცა, პოლიციას ჯერ არ დაუდგენია დაღუპული ამფეთქებლის ვინაობა. დღეს უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების მოწყობაში ეჭვმიტანილმა მამაკაცმა, ამ თავდასხმებამდე გააგზვნა ელექტრონული წერილი „ჯიჰადისკენ“ მოწოდებით. შვედეთის ხელისუფლებამ თავდასხმებს ტერორისტული აქტის შეფასებას მისცა.
XS
SM
MD
LG