Accessibility links

logo-print

ავღანელი დეპუტატები პარლამენტის ინაუგურაციას მოითხოვენ


ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისაგან მოითხოვენ ახალი პარლამენტის ინაუგურაციას 19 დეკემბრამდე, მიუხედავად უთანხმოებისა, რომელსაც არჩევნების შედეგები იწვევს, გაყალბების ბრალდებების გამო. პარლამენტის ინაუგურაციის მოითხოვნით დღეს გამოვიდა 100-ზე მეტი კანონმდებელი. 18 სექტემბერის არჩევნების შემდეგ ავღანეთი, ფაქტობრივად, პარლამენტის გარეშეა დარჩენილი. გასული კვირის მიწურულს გავრცელებული ცნობებით, იუსტიციის სამინისტრომ ქვეყნის უზენაეს სასამართლოს სთხოვა შედეგების ანულირება, მაგრამ პარლამენტარების ჯგუფმა დღეს განაცხადა, რომ არც ერთ ორგანოს არა აქვს „საარჩევნო პროცესში ჩარევის“ უფლება. დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ ძალის არ-მქონედ გამოაცხადა 1,5 საარჩევნო ბიულეტენი სულ 5,6 მილიონიდან. მისივე გადაწყვეტილებით, დისკვალიფიცირებულ იქნა 24 კანდიდატი, რომლებზეც მანდატების 10 პროცენტი მოდიოდა სულ 249-ადგილიან პარლამენტში.
XS
SM
MD
LG