Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი განსაკუთრებით საშიშად მიიჩნევს ქმედებებს, რომლებიც აღვივებს მტრობას "რასობრივი, ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით"


რუსეთის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ მკაცრად დაისჯებიან ისინი, ვინც შაბათს მოსკოვის ცენტრში, რასისტული ლოზუნგებით არეულობა მოაწყო და მილიციასთან შეტაკებებში ჩაერთო. როგორც მედვედევმა დღეს, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა: „განსაკუთრებით საშიშია ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს სიძულვილისა და მტრობის გაღვივებას რასობრივი, ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით. ასეთი ნაბიჯები საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს გამძლეობას. ამგვარ ნაბიჯებთან დაპირისპირებისას, მილიციას შეუძლია - და ვალდებულია - გამოიყენოს კანონით დადგებილი ყველა უფლება და შესაძლებლობა.“ შაბათს მოსკოვში, კრემლთან მოხდა მილიციასთან ფეხბურთის 5000-მდე გულშემატკივრისა და ულტრანაციონალისტის შეტაკება, რის შედეგადაც 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. არეულობის შემდეგ 60-ზე მეტი პირი დააკავეს. შაბათის არეულობა მოჰყვა საპროტესტო აქციას, რომელიც მოსკოვის საფეხბურთო კლუბ „სპარტაკის“ გულშემატკივრის მკვლელობასთან დაკავშირებით ჩაატარეს. გულშემატკივრის მკვლელობაში, გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთკავკასიელები არიან ეჭვმიტანილი. მოსკოვში ვითარება კვირასაც დაძაბული იყო. მედიის ცნობით, თავდამსხმელების ჯგუფმა დანით მოკლა ყირგიზი მამაკაცი.
XS
SM
MD
LG