Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნანი ბრეგვაძე მოსკოვში კონცერტს აღარ ჩაატარებს


ცნობილი ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე მოსკოვში კონცერტს აღარ ჩაატარებს. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსს“ მომღერლის შვილმა, ეკა მამალაძემ აცნობა. მანამდე რამდენიმე ქართულმა საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ნანი ბრეგვაძე დასთანხმდა, მოსკოვის ბაუმანის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტის კულტურის სასახლეს კონცერტზე, რომელიც 24 დეკემბერს გაიმართებოდა. ინფორმაციას მოსალოდნელ კონცერტზე მოსკოვში თავდაპირველად ნანი ბრეგვაძეც ადასტურებდა, თუმცა საკუთარი გადაწყვეტილების მართებულობაში არ იყო დარწმუნებული. ”მითხრეს, რომ ამ კონცერტს პოლიტიკური მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა, უნდა ვიკითხო სამინისტროში, მაქვს თუ არა ამის უფლება და ცუდ რამეს ხომ არ ვშვრები,” - თქვა ნანი ბრეგვაძემ.
XS
SM
MD
LG