Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პოლიტიკა არ შეიცვლება საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეცვლის შემდეგაც


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენელი რამინ მემანპარასტი აცხადებს, რომ ირანის პოლიტიკა ბირთვული ენერგეტიკისა და საგარეო ურთიერთობათა სფეროებში არ შეიცვლება პრეზიდენტ აჰმადინეჟადის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრ მანუჩერ მოთაქის მოხსნისა და მის ადგილზე ალი აკბარ სალეჰის დანიშვნის შემდეგ. მაჰმუდ აჰმადინეჟადმა საგარეო საქმეთა მინისტრად ვიცე-პრეზიდენტი და ირანის ბირთვული ენერგეტიკის უწყების ხელმძღვანელი ალი აკბარ სალეჰი ორშაბათს დაასახელა. მოთაქის გათავისუფლების მიზეზები არ დასახელებულა. ის ჟენევაში 6-7 დეკემბერს ირანსა და მსოფლიოს 6 წამყვან ქვეყანას შორის გამართული მოლაპარაკებებიდან რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს.
XS
SM
MD
LG