Accessibility links

logo-print

პრეზიდენტის ადმინისტრაცია შემოდგომაზე მომხდარ აფეთქებებს გამოეხმაურა


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დღეს კვლავ გამოეხმაურა შემოდგომაზე მომხდარ აფეთქებებს. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ყველა მტკიცებულება და ვერსია სასამართლოს ძალით უნდა განმტკიცდეს, მაგრამ ცხადია, რომ საქართველომ სერიოზული ტერაქტების თავიდან აცილება შეძლო. მანჯგალაძის თქმით, ხელისუფლება კვლავ მზად არის ითანამშრომლოს რუსეთის შესაბამის უწყებებთან საქართველოში განხორციელებული ტერაქტების გამოსაძიებლად. შეგახსენებთ, რომ თბილისის განცხადება რუსული არმიის ოფიცერთან აფეთქებების შემსრულებელთა კავშირის შესახებ, მოსკოვში შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მიერ დადგმულ შოუდ და პროვოკაციად.
XS
SM
MD
LG