Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიჩარდ ჰოლბრუკს ამერიკის დიპლომატიის „გიგანტად“ იხსენებენ


მსოფლიოს გარშემო ოფიციალური პირები და პოლიტიკოსები იხსენებენ რიჩარდ ჰოლბრუკს - რომელიც ვაშინგტონში ორშაბათს გარდაიცვალა. ჰოლბრუკის დიპლომატიური კარიერის მწვერვალად ითვლება დეიტონის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ბოსნიისთვის, 1995 წელს. სიკვდილამდე ჰოლბრუკი ავღანეთსა და პაკისტანში მუშაობდა აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლად. ჰოლბრუკი 69 წლის ასაკში გულ-სისხლძარღვთა პრობლემებით გარდაიცვალა. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჰოლბრუკს „ამერიკის საგარეო პოლიტიკის ჭეშმარიტი გიგანტი“ უწოდა.
XS
SM
MD
LG