Accessibility links

logo-print

პროტესტის მიუხედავად, რუსეთის ხიმკის ტყეში ტრასა აშენდება


რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგს შორის საავტომობილო ტრასა ააშენოს და ის მოსკოვის გარეთ, ხიმკის ტყეზე გაიყვანოს - გარემოს დამცველთა პროტესტის მიუხედავად. ვიცე-პრემიერმა სერგეი ივანოვმა დღეს განაცხადა, რომ სამთავრობო კომისიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო „ყველა ფაქტორის გათვალისწინების შემდეგ“. ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამომწვევი, ხიმკის ტყეში ტრასის მშენებლობის პროექტი ახლახან პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა შეაჩერა. ახლა კი მედვედევის წარმომადგენელი, ნატალია ტიმაკოვა ამბობს, რომ ალტერნატიული პროექტების განხილვის შემდეგ, მთავრობამ პრეზიდენტს უთხრა, რომ მხარი მაინც თავდაპირველ გეგმას დაუჭირეს და ხიმკის ტყეში ტრასის მშენებლობა გადაწყდა. ტიმაკოვას თქმით, გადაწყვეტილება სისრულეში იქნება მოყვანილი.
XS
SM
MD
LG