Accessibility links

logo-print

ირანი: მინისტრების შეცვლის ფონზე პოლიტიკა უცვლელია


ირანის თანახმად, საგარეო ურთიერთობების ან ატომური საკითხების სფეროებში მისი პოლიტიკა უცვლელი რჩება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა თანამდებობიდან გაათავისუფლა საგარეო საქმეთა მინისტრი, მანუჩერ მოთაქი და მის ადგილას ატომური უწყების ხელმძღვანელი, ალი აკბარ სალეჰი დანიშნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცვლილება მოსალოდნელი არ არის არც ირანსა და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის თეირანის ბირთვულ პროგრამაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში. აშშ-სთან, ბრიტანეთთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან, რუსეთთან და გერმანიასთან ბოლო მოლაპარაკება ირანმა 6 და 7 დეკემბერს გამართა ჟენევაში. მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამას ეხება - რომელსაც, როგორც დასავლეთის სახელმწიფოები შიშობენ, ირანი ბირთვული იარაღის შესაქმნელად იყენებს. ირანი ბრალდებას უარყოფს. მოლაპარაკებათა შემდეგი რაუნდი მომავალ თვეში, თურქეთში გაიმართება.
XS
SM
MD
LG