Accessibility links

logo-print

ბრიტანელმა მოსამართლემ ასანჟი გირაოთი გაათავისუფლა


ბრიტანელმა მოსამართლემ ორგანიზაცია ვიკილიკსის დამაარსებელი, ჯულიან ასანჟი, ლონდონში გირაოთი გაათავისუფლა. მოსამართლის თქმით, ამ პერიოდში ასანჟმა მკაცრი წესები უნდა დაიცვას. ასანჟის ადვოკატები ცდილობენ არ დაუშვან მისი ექსტრადიცია შვედეთში - სადაც მას სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით აქვს წაყენებული ბრალდება. 39 ასანჟი - რომელიც ავსტრალიის მოქალაქეა - ერთი კვირის მანძილზე იჯდა ციხეში. ის თავად ჩაბარდა სკოტლანდ იარდს, მის დაპატიმრებაზე შვედეთში გაცემული ორდერის გამო. ასანჟის ადვოკატი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გამოცდილი ჯეფრი რობერტსონია - რომელმაც განაცხადა, რომ ასანჟის გასათავისუფლებლად თანხა რამდენიმე გავლენიანმა საერთაშორისო ფიგურამ გაიღო. საბოლოო თანხამ 200,000 გირვანქა სტერლინგი - 315,000 ამერიკული დოლარი - შეადგინა. შვედეთის წარმომადგენელი ადვოკატი, ჯემა ლინდფილდი აცხადებს, რომ გაასაჩივრებს ასანჟის გირაოთი გათავისუფლებას. ასანჟს შვედეთში დაკითხვის მიზნით ეძებენ მას შემდეგ, რაც ორმა ქალმა მას სექსუალური ხასიათის დარღვევაში დასდო ბრალი. ასანჟის ადვოკატების თქმით, თვითონ ის ბრალდებას უარყოფს.
XS
SM
MD
LG