Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წელს რუსეთი იარაღის გაყიდვიდან 10 მილიარდ დოლარს მიიღებს


რუსეთის ვიცე-პრემიერმა, სერგეი ივანოვმა დღეს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა წელს პოსტ-საბჭოთა პერიოდის ახალ რეკორდს დაამყარებს. რუსეთის საინფორმაციო საშუელებებით გავრცელდა ივანოვის სიტყვები - რომ წელს იარაღის ექსპორტიდან მიღებული მოგება 10 მილიარდ დოლარს გაუტოლდება. ამით ეს წელი მეთერთმეტე გახდება, რაც რუსეთის მიერ იარაღის გაყიდვაში უწყვეტი ზრდა აღირიცხება. შარშან რუსეთმა იარაღით ვაჭრობიდან 8.5 მილიარდ დოლარზე მეტი მოგება ნახა. იარაღით გლობალურ ვაჭრობაში ბოლო წლებში რუსეთი მეორე ადგილს იკავებს - ის მხოლოდ აშშ-ს ჩამოუვარდება. ივანოვის თქმით, რუსეთმა უცხოელი კლიენტებისგან იარაღზე ახალი შეკვეთები მიიღო - რომლებიც, საერთო მოცულობით, 45 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
XS
SM
MD
LG