Accessibility links

მოსკოვი ახალი არეულობისთვის ემზადება


მოსკოვის პოლიცია მობილიზაციის მდგომარეობაში იმყოფება მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ულტრანაციონალისტურმა ჯგუფმა თავის მიმდევრებს ჩრდილოკავკასიელების ჯგუფებთან დაპირისპირების მოწოდებით მიმართა. მოძრაობამ - რომელიც თავს არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ მებრძოლად მიიჩნევს - მოსკოველი ქალები და ბავშვები გააფრთხილა სახლებში დარჩნენ, ეთნიკურად რუს კაცებს კი მოუწოდა შეიარღდგნენ და ოთხშაბათს მასობრივი შერკინების ადგილად მითითებულ მისამართზე გამოცხადდნენ. ინტერნეტით გავრცელებული ხმების თანახმად, ულტრანაციონალისტებსა და ჩრდილოკავკასიელებს შორის შეტაკების ადგილად კიევის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაა დასახელებული, საკუთრივ ჩხუბი კი თბილისის დროით საღამოს 7 საათზე უნდა დაიწყოს. მოსკოვში ეთნიკურ ნიადაგზე დაძაბულობა მიმდინარე თვეში გაიზარდა - მას შემდეგ, რაც მოსკოვის საფეხბურთო კლუბ „სპარტაკის“ გულშემატკივარი ჩრდილოკავკასიელებთან შეტაკებას ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG